„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან. დღევანდელ შეხვედრას არსებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. პარტიის ოფისში უკვე მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები. შეხვედრას დაესწრება პრემიერ-მინისტრიც.
შეხვედრას უნდა დაესწროს დამოუკიდებელი, თუმცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
ადგილზე დიდი რაოდენობით არის მობილიზებული პოლიცია.
რუსთავი 2

