პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.
„ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ დახურულ შეხვედრას მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო, რომელმაც გუშინ განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

