თამაზ ელიზბარაშვილი – “ვერცხლისფერი ბმვ-თი ჩემი გატაცება უნდოდათ” – ბიზნესმენი მანქანის ნომერს აქვეყნებს

თამაზ ელიზბარაშვილი - "ვერცხლისფერი ბმვ-თი ჩემი გატაცება უნდოდათ" - ბიზნესმენი მანქანის ნომერს აქვეყნებსბიზნესმენ და ცხოველთა თავშესაფრის მფლობელ თამაზ ელიზბარაშვილს გუშინ იტაცებდნენ.

ამის შესახებ თავად ბიზნესმენმა სოცლიალურ ქსელში დაწერა:„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღეს 00:30 სთ-ზე, სავარაუდოდ, მცდელობა ჰქონდა ჩემს გატაცებას, რისგანაც შემთხვევით ერთმა კეთილმა ადამიანმა გადამარჩინა. მანქანის ნომერია PKP-362, ვერცხლისფერი BMW X5.დავრეკე საპატრულო პოლიციაში. რეაქცია ნოლი. ეხლა მივდივარ ვაკის რაიონის პოლიციაში.“

მოგვიანებით, სოციალური ქსელითვე თამაზ ელიზბარაშვილმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა:

„ეხლა გამოვედი ვაკის პოლიციიდან, ახალ გზაზე რომ არის. ნახევარი საათი მაყურყუტეს, პასუხიც ვერ გამცეს, ვინ არის ამ მანქანის მფლობელი, რომელსაც ჩემი გატაცება უნდოდა (ვერცხლისფერი X5 სახელმწიფო ნომერი PKP-362).

პოლიცია, რომელიც ვალდებულია დაიცვას თითოეული ჩვენთაგანი კრიმინალისაგან – დუმს.“

“ნიუპოსტი” შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა:

“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყეს, რაც ადევნებას გულისხმობს. სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ”- აცხადებენ შს სამინისტროში.