ზაზა ოქუაშვილი – “გახარია ივანიშვილის მარცხენა ხელია… მესმოდა, ფარცხალაძე როგორ ურეკავდა გენერალურ პროკურორს”

ზაზა ოქუაშვილი - "გახარია ივანიშვილის მარცხენა ხელია... მესმოდა, ფარცხალაძე როგორ ურეკავდა გენერალურ პროკურორს"ივანიშვილის პირველი წრეა გახარია, უჩა,  ჩხარტიშვილი, ეს არის ერთ ორბიტაზე მყოფი და ყველა თავის როლს ასრულებდა – „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ჩამოთვლილი ყველა პირი ბიძინა ივანიშვილის სხვადასხვა დავალებების ადრესატია.

ოქუაშვილი ამბობს, რომ მას ფარცხალაძე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით სწორედ ვანო ჩხარტიშვილმა შეახვედრა.

„გახარია ასრულებდა მის (ივანიშვილის) მარცხენა ხელის როლს, ეუბნებოდა, რომ ეს საქმე უნდა შესრულებულიყო, 4 მილიონი უნდა გასულიყო  და გახარიამ დიდი როლი შეასრულა ბანკზე ზეწოლისთვის. მეორე იყო მარჯვენა ხელი თუ რომელი უჩა და ჩხარტიშვილი. ჩხარტიშვილმა შემახვედრა ამას (ფარცხალაძეს), რომ მოეხდინა ფსიქოლოგიური ზეწოლა, შემდეგ ივანიშვილი თვითონ ჩაერია და იკადრა, ეტყობა, ეს იყო ცისარტყელა და ეს იყო გახსნა ცისა, რომ უნდა გადაგველოცა 50% ოცნების პარტიისთვის.

“მაგათ უნდოდათ, რომ 50% წაეღოთ პარტიაში, 25-25% როგორც სოციალიზმში მყოფ ფირმებს გაეყოთ თანაბრად სხვადასხვა პროდუქტის მიხედვით და ეს ბიზნესი უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად გამყარებული იმ პატენტზე, რომელიც ომეგას საკუთრება იყო. მაგრამ ამას ვერ გამოვიყენებდით ჩვენ.

ამ შეხვედრების დროს მესმოდა, როგორ წყვეტდნენ ეგენი საქმეს სასამართლოში. მესმოდა, როგორ ურეკავდა ფარცხალაძე პირდაპირ გენერალურ პროკურორს,“-ამბობს ოქუაშვილი.

მისი თქმით, „ომეგა ჯგუფს“ სურდა, კანონის ძალით მოეხდინა კომპანიაში არსებული დავალიანების გადანაწილება, თუმცა მას ამ რესტრუქტურიზაციაში 2 მილიონი დოლარი მოსთხოვეს.

„ორი მილიონის ხარჯზე ხდებოდა ის რესტრუქტურიზაცია.  ორი მილიონი იქნა მოთხოვნილი, რომ კანონით რაც ეკუთვნის ფირმას, ის მომხდარიყო. 2 მილიონ დოლარს ითხოვდა ივანიშვილი. უჩა მამაცაშვილი იყო ჩარეული, ლევანთან პირდაპირ და პრემიერ-მინისტრთან. უჩა მამაცაშვილი  და ჩუბინიძე იყო ჩარეული, როგორც ლევანი ამბობდა, ძალიან გულშემატკივრობდა (ჩუბინიძე) ამ თანხას,“-ამბობს ოქუაშვილი.