“ახალი მსუყე თავი გაგორდება!”- მოროშკინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში მყოფი მოღალატეების მხილებას აპირებს

"ახალი მსუყე თავი გაგორდება!"- მოროშკინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში მყოფი მოღალატეების მხილებას აპირებსსასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი მაღალჩინოსანი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების შემდეგ მხილებების კვირეულს იწყებს.

„28 ნოემბრიდან, ჩვენი მოგების შემდეგ, მხილებების კვირეული იწყება!

ბატონო ბიძინა, პირადად მე გამოგიგზავნეთ უტყუარი მასალები მოღალატე, ფულის მონა მოძალადეებზე თქვენი უახლოესი გარემოცვიდან, ისევე, როგორც 2014 წელს სასჯელაღსრულებაში პრემიებზე და დარბაისელის უმსგავსობებზე, რის მერეც თქვენ სტრასბურგიდან დამაბრუნეთ და დამპირდით, რომ ეს აღარ განმეორდება!

განმეორდა უარესი მასშტაბით! ასე რომ ახალი მსუყე თავი გაგორდება!!!!“- წერს ლალი მოროშკინა ფეისბუკზე.