“ამდენი ცირკშიც კი არ მიცინია” – გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა

"ამდენი ცირკშიც კი არ მიცინია" - გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის აუდიოჩანაწერს გამოეხმაურანაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამდენი ცირკშიც არ უცინია.

„გუშინ შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო ქართულმა ოცნებამ. ამდენი ბავშვობაში ცირკში არ მიცინია. არ ვიცი, ამას ვინ ამონტაჟებს. ხმის მონტაჟის სპეციალური კურსები არსებობს, ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ“, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

გუშინ „პალიტრა ვიდეომ“ უკრაინულ ვებგვერდზე zdes.com.ua-ზე დაყრდნობით მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა.

ჩანაწერში პოლიტიკოსები მოქმედი მთავრობის შესაძლო დამხობის სავარაუდო გეგმებზე ლაპარაკობენ.

იმედინიუსი