არჩევნებიდან მესამე დღეს პარლამენტმა მარიხუანას მოხმარების კანონი დაამტკიცა

არჩევნებიდან მესამე დღეს პარლამენტმა მარიხუანას მოხმარების კანონი დაამტკიცამარიხუანას კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობა, ავტორი კი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო, პარლამენტმა დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, მარიხუანას მოხმარება დასაშვები იქნება მხოლოდ პირად სივრცეში – თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის.

მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას დაისჯება; ასევე, დაისჯება ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; მარიხუანას მოხმარება დასჯადია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ა.შ.).

21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება ყველა სახის სივრცეში იქნება დასჯადი და დასჯა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში – 1000-დან 1500 ლარამდე.

სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის მართვა.

 ნიუპოსტი