დავით მირცხულავა: „ჩემი ყურით მოვისმინე გუშინ, ქვას ქვაზე არ დატოვებენ”

 საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საშიში სუნი ასდის ვაშაძეების და „უცხო კაცის“ „სკაიპით“ დაწყებულ პროვოკაციას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი:„ველოდებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას”.
პრეზიდენტი მაკრონი – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

და ამ დროს…ვაშაძეები „მეიდნის” მოწყობას, სრულ რადიკალიზაციას, არეულობას აანონსებენ თბილისში კვირას. ვის ინტერესშია ეს, ძნელი მისახვედრია?

ვერ პატიობენ საქართველოს საზოგადოებას მეორე ტურს, სრულ მობილიზებას ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში, როცა მოსახლეობამ აშკარა და მტკიცე უარი უთხრა მათ საბჭოთა „მგიმო” დამთავრებულ კანდიდატს. (კითხვას ვსვამ: თუ დიდ, ევროპულ, ნატოს წევრ პოლონეთისათვისაა მიუღებელი და ძალიან საშიში, რუსეთის, საბჭოთა, მეტად სპეციფიური „მგიმო” დამთავრებული სახელმწიფო სამსახურში, ჩვენთან ამ დიდ რისკებს მავანი და მავანი ვერ აცნობიერებენ, ვერ გრძნობენ? ამ სხვა რუსული კულტურის მატარებელ დიპლომატს და იმპრესარიოს ქვეყანა უნდა დავანგრევინოთ? უკვე თბილისში უნდათ მავრთულხლართების აღმართვა…

განსაკუთრებით ჟურნალისტებს ვთხოვ, ვემუდარები, დაფიქრდნენ ნუ გადაიქცევიან კატალიზატორებად ამ უცხო ქვეყანაში დაგეგმილი არეულუობის. მათ მოზომილ სიტყვას დიდი მნიშნელობა აქვს, ხომ გესმით, რა და რა არეულობა ამ ქვეყანას არ ჭირდება… თქვენ ოჯახებს შვილებს არ სჭირდებათ…

რატო მგონია ასე, დიახ ჩემი ყურით მოვისმინე გუშინ საღამოს ფილარმონიიდან გამოსულების, ვერის ბაღშიშემოსულების, აჟიტირებულების „დაპირებები“, რომ გამარჯვებას ანახებენ სალომეს, ქვას ქვაზე არ დატოვებენ თბილისში. კი უპასუხეს „სტუმრებს” გუშინ ვერის ბაღში ძალიან, ძალიან „ომახიანად” – მოდით, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს შეძახილებით…მაგრამ,

მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს ძალიან საშიშია, ძალიან ცუდი და საშიში სუნი ასდის ამ ვაშაძეების და „უცხო კაცის” „სკაიპით” დაწყებულ პროვოკაციას…”, – მირცხულავა.

pia.ge