ამ შეხვედრებით უნდა დავგეგმოთ, რომ კიდევ ერთხელ გავიდეთ სასურველ შედეგზე, ავაცილოთ ქვეყანას ის ხიფათი, რაც რეალურად ემუქრება, – ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემჟურნალისტებს”ქართული ოცნების” ოფისში განუცხადა, სადაც პარტიის ლიდერები რეგიონების წარმომადგენლებს ხვდებიან.
როგორც ხუნდაძე ამბობს, შესაძლოა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხი დადგეს, როცა მეორე მხარე, ოპონენტი არის “ნაციონალური მოძრაობა”.
„გუშინ გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში საარჩევნო შედეგების განხილვა, ახალი სტრატეგიის შემუშავება თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსახლეობასთან მეტი სიახლოვე, მეტი ინფორმირებულობა შევძლოთ პირდპირი ხაზით და დავგეგმოთ, რომ მეორე ტურში გავიმარჯვოთ მაღალი მაჩვენებლით. დღეს ჩვენ ვიწყებთ უშუალოდ ცალკეული რეგიონების განხილვას. განვიხილავთ მცხეთა- მთიანეთის რეგიონში არსებულ პრობლემებს და კონკრეტულად იმ ვითარების შეფასებას, თუ რატომ მოხდა რომ არ დადგა სასურველი შედეგი. უნდა დავგეგმოთ, რომ კიდევ ერთხელ გავიდეთ სასურველ შედეგზე, ავაცილოთ ქვეყანას ის ხიფათი, რაც ემუქრება რეალურად. მეორე მხარე, ანუ ოპონენტი არის “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ხიფათი არის არა მხოლოდ პარტიის, არა მხოლოდ ამომრჩევლის ერთი ნაწილის, არამედ ეს არის ხიფათი ქვეყნის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხის”,- განაცხადა ხუნდაძემ.
ინტერპრესნიუსი

