დინამოს ახალი მწვრთნელი ზაურ სვანაძე იქნება

თბილისის დინამოს ახალი მწვრთნელი ეყოლება, მას შემდეგ რაც კაჭარავა დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დინამო საკუთარ მოედანზე ჩიხურასთან 1:4 დამარცხდა, თუმცა კაჭარავას დინამოდან წასვლის შესახებ მანამდეც საუბრობდნენ.

რაც შეეხება სვანაძეს, ის სავარაუდოდ რამდენიმე მატჩში უხელმძღვანელებს დინამოს, თუმცა შესაძლოა მას კონტრაქტიც შესთავაზონ. სვანაძე აქამდე კაჭარავას თანაშემწე იყო.