გუგული მაღრაძე – “ძალიან ნათლად ავუხსნით ხალხს, რატომ და რისთვის უნდა დაგვიჭირონ მხარი, ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის”

გუგული მაღრაძე - "ძალიან ნათლად ავუხსნით ხალხს, რატომ და რისთვის უნდა დაგვიჭირონ მხარი, ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის"საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის შესახებ გუგული მაღრაძემ ასეთი განცხადება გააკეთა:

რაც არსებობს საარჩევნო კამპანიის ხერხები, გამოვიყენებთ ყველა ამ ხერხებს.

არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია. ჩვენ ბევრი რამ დავაკელით ამ საარჩევნო კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა იმ ხერხს და მეთოდს, რასაც ოფიციალურად მთელ მსოფლიოში იყენებს ხოლმე პარტიულები. ეს არის – შეხვედრები, ეს არის ფლაერები, ეს არის მესიჯბოქსები, ეს არის ტელევიზიაში როლიკები, იმისთვის რომ გააგებინო ადამიანებს.

პირველ ტურში ეს არ იყო ისე ინტენსიურად, როგორც იყო საჭირო, ყველას უნდა მიწვდე, ყველა ადამიანს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან ემატებათ 20 ლარი პენსიაზე და გაუხდებათ 200 ლარი. ძალიან ნათლად ავუხსნით ხალხს, რატომ და რისთვის უნდა დაგვიჭირონ მხარი, ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის.”

ტაბულა