ივანიშვილის საყვედური კალაძეს, მაჟორიტარებს, ბიგვავას და პიარს – სამთავრობო ცვლილებები – გუნცაძე შტაბის ხელმძღვანელი? – რა მოხდა შეხვედრაზე

ივანიშვილის საყვედური კალაძეს, მაჟორიტარებს, ბიგვავას და პიარს - სამთავრობო ცვლილებები - გუნცაძე შტაბის ხელმძღვანელი? - რა მოხდა შეხვედრაზე“პირველი რადიოს” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას დეპუტატების და პარტიული ლიდერების გარდა, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე და რეჟისორი გოგა ხაინდრავაც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე თბილისის ხუთი საარჩევნო ოლქის წაგების გამო თბილისის მერმა კახი კალაძემ ივანიშვილისგან მკაცრი საყვედური მიიღო. საყვედურის ადრესატები გახდნენ ის მაჟორიტარებიც, რომელთა რაიონებშიც სალომე ზურაბიშვილმა დაბალი შედეგი აჩვენა. საყვედური მიიღო “ფსიქოპროექტის” ხელმძღვანელმა ზურაბ ბიგვავამ და პარტიის პიარ ჯგუფმა – კვლევებისა და არასწორი პიარ სტრატეგიის გამო.

საუბარი ასევე შეეხებოდა მოსალოდნელ ცვლილებებს მთავრობაში. ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება და შესაძლოა პოსტები ეკონომიკური და ძალოვანი გუნდის მინისტრებმა დატოვონ.
ამავე შეხვედრაზე, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილის შტაბის კოორდინირება კოკა გუნცაძეს ჩაბარდა.