კახა მიქაია – “მოტყუებულმა ამომრჩეველმა 28 ოქტომბერს ივანიშვილს სილა გააწნა – ქართველი ხალხი ნაცების და ქოცების ბოგინს არ დაუშვებს”

კახა მიქაია - "მოტყუებულმა ამომრჩეველმა 28 ოქტომბერს ივანიშვილს სილა გააწნა - ქართველი ხალხი ნაცების და ქოცების ბოგინს არ დაუშვებს”რატომ აღმოჩნდა “ოცნება” ასეთ მდგომარეობაში, რატომ არ ეშინია ნაციონალების, მოსალოდნელია თუ არა სამოქალაქო დაპირისპირება? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.
– თქვენ არც ნაცი ხართ და არც ქოცი და უფრო ობიექტურად შეგიძლიათ არსებული სიტუაციის შეფასება. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე სამოქალაქო დაპირისპირებაზე ალაპარაკდა. დგას საქართველო ამ საფრთხის წინაშე?
– სამოქალაქო ომი? პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის გედი ფოფხაძის ცუდი სიზმარი. გედი ძალიან მშიშარა ადამიანია, მშიშრებს ომები და ასეთი რაღაცები ძალიან ხშირად ესიზმრება. ვურჩევ დაწყნარდეს და ნუ პანიკობს, ნაციონალების დაბრუნება საშიში არ არის.
– თქვენ არ გეშინიათ ნაციონალების დაბრუნების? მათი შიშით ყველა რომ დუმდა, თქვენ მათ სისხლს უშრობდით და ძალიან გაბრაზებული იქნებიან თქვენზე.
– სიმართლე გითხრათ, ნაციონალების დაბრუნების არ მეშინია. არ მეშინია იმიტომ, რომ მათი არასდროს მეშინოდა და მეორე, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას გამოვრიცხავ.
– რატომ გამორიცხავთ?
– გამორიცხულია და იმიტომ.
– არჩევნები თუ გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, მაშინაც გამორიცხავთ ნაციონალების დაბრუნებას?
– საზოგადოებაში მართლაც მუსირებს ეს აზრი, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნაციონალების დაბრუნება ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაშიც გამორიცხულია.
– რამე ინფორმაცია გაქვთ და ამიტომ გამორიცხავთ მათ დაბრუნებას ასე კატეგორიულად?
– მათ დაბრუნებას ასე კატეგორიულად იმიტომ გამოვრიცხავ, რომ საქართველო მარტო ნაცები და ქოცები არ არის. მინდა ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს. ქართველი ხალხი ნაცების დაბრუნებას არ დაუშვებს და დროა, ქოცებმა ხალხის დაშინება შეწყვიტონ.
– თქვენთან არაერთხელ მისაუბრია იმაზე, თუ რა დამართა ნაციონალურმა მოძრაობამ სამეგრელოს და, კერძოდ, ზუგდიდს. ამ ამბებიდან გამომდინარე წარმოუდგენელი იყო, რომ აქ მათ კანდიდატს დიდი რაოდენობით ხმები აეღო. გრიგოლ ვაშაძემ კი ზუგდიდი მოიგო. თქვენ ამას როგორ ხსნით?
– გრიგოლ ვაშაძეს არც ზუგდიდში და არც სხვაგან არჩევნები არ მოუგია. არჩევნები წააგეს პორტირებულმა ქოცებმა.
გაგახსენებთ ერთ ამბავს. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ზუგდიდის მერი, გოგია, გააგდეს. ჩემ მიერ გასაჯაროებული ჩანაწერით ნათლად ჩანდა, რომ ის ბიზნესმენებს ფულს სთხოვდა. ამაზე სუსმაც კი აღძრა საქმე. სამსახურიდან გაგდებული გოგია ბიძინა ივანიშვილმა “ოცნების” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ და შტაბის უფროსად დატოვა.
ზუგდიდში მეორე საარჩევნო შტაბიც ჰქონდა “ოცნებას”, რომელსაც ვიცე-მერი გულორდავა ხელმძღვანელობდა.
ახლა მე ვსვამ კითხვას, რა შუაში არიან აქ ნაცები. “ოცნების” შტაბის უფროსად კორუმპირებული და მერობიდან გაგდებული ადამიანი დატოვეს. ეს ადამიანი მოუწოდებდა ხალხს, ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილსო.
ახლა ვსვამ მარტივ კითხვას, ასეთ ადამიანებს დაუჯერებს საზოგადოება? რაც მოხდა, ქოცებმა საკუთარ თავს დააბრალონ.
ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, საზოგადოების დიდი ნაწილი პროტესტის ნიშნად არჩევნებზე არ მივიდა. ხალხმა ქოცები და ნაცები ერთმანეთის პირისპირ დატოვა.
აი, ამიტომ არ მჯერა, რომ ნაცები დაბრუნდებიან. ხალხმა ამის საშიშროება თუ მართლა იგრძნო, დაირაზმება და თავად არ დაუშვებს ამას. ჩემი აზრით, 28 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.
– რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი?
– საზოგადოებამ ივანიშვილს ღიად უთხრა, რომ ის მის მანიპულირებას ვერ მოახდენს. საზოგადოებამ ივანიშვილს ნათლად აჩვენა, რომ მატყუარას საკადრისი პასუხი გაეცემა. ასევე საკადრისი პასუხი გაეცემა გადამგდებს.
– წინ მეორე ტურია და ჯერ ბოლომდე არ ვიცით, საკადრისად გაეცა თუ არა პასუხი გადამგდებს.
– მერე რა, რომ მეორე ტურია. საზოგადოება მეორე ტურშიც იმას იზამს, რაც პირველ ტურში გააკეთა.
– ივანიშვილს ხალხის დაბოლების კარგი უნარი აქვს და რატომ გამორიცხავთ, რომ მეორე ტურის წინ ისევ დააბოლებს საზოგადოებას?
– გამორციხულია, საზოგადოებას ვეღარ დააბოლებს. ზემოთ ვსაუბრობდი, რომ 28 ოქტომბერი და ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვაშაძე რომ მეორე ტურში გავიდა, ეს დიდი არაფერია, მთავარი აქ ისაა, რომ ხელისუფლებამ ხალხი ვეღარ მოატყუა. ხალხმა ხელისუფლებას იქეთ გასცა საკადრისი პასუხი და აქ ვაშაძე არაფერ შუაში არ არის.
არჩევნები არც სალომე ზურაბიშვილს წაუგია და საერთოდ, ვინაა სალომე ზურაბიშვილი? ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე ეგ 0%-ს აიღებდა. ასე რომ, არჩევნები წააგო ბიძინა ივანიშვილმა.
28 ოქტომბერს არჩევანი გაკეთდა ტყუილსა და მართალს, ღირსებასა და უღირსობას შორის. აქ არც ზურაბიშვილს წაუგია და ვაშაძეს მოუგია, ან პირიქით. ამ არჩევნებზე ივანიშვილი წარსდგა საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ მას ტყუილები და შეურაცხყოფა არ აპატია.
ივანიშვილმა ხალხთან წააგო და ხალხთან წააგებენ ნაციონალებიც, თუ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას დააპირებენ. მე ქართველ ხალხზე ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს. ქართველი ხალხი არ არის ნაცები და ქოცები.
– გავიგე, რომ ხალხმა ივანიშვილს ტყუილი არ აპატია, მაგრამ არც ნაცების დაბრუნებას უჭერს მხარს. პრეზიდენტი ასარჩევია, ერთმანეთის წინ ნაცი და ქოცი კანდიდატი დგას, შუა გაკრეფილია. რა უნდა ქნას ხალხმა?
– შუა რომ გაკრეფილია, მაგიტომაც არ მივდივარ არჩევნებზე. ხალხმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე ვერაფერს ვურჩევ.
ახლა ვიღაც იტყვის, რომ არჩევნებზე თუ არ მიხვალ, ვაშაძე მოიგებს. ვინც ამას იტყვის, ის არის სულელი. სხვა ვიღაც გამოვა და გედი ფოფხაძის ნაბოდვარს გაიმეორებს.
ძალიან არ მინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს გრიგოლ ვაშაძე, მაგრამ ასევე არ მინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს ჩემი ჯარის მთავარსარდალი.
– მითხარით, რომ ვაშაძე პრეზიდენტი თუ გახდა, ეს ნაცების დაბრუნებას არ ნიშნავს. ვაშაძე ამბობს, პრეზიდენტი თუ გავხდები, ახალაიას, სააკაშვილს და მერაბიშვილს შევიწყალებო. ეს რას ნიშნავს?
– არც ეს არ ნიშნავს არაფერს. არც ახალაიას. არც საკალაიას და არც მერაბიშვილს არა აქვთ იმის თავი, რომ რამე გაბედონ. სულ ტყუილად აშინებენ ხალხს რევანშით და ცოცხებით. ვაშაძე საერთოდ ვინაა, რომ მაგისი გაპრეზიდენტება რამეს ნიშნავდეს.
სააკაშვილი შეიძლება საქართველოში დაბრუნდეს, მაგრამ ის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.
– რატომ ვერ დაბრუნდება?
– იმიტომ, რომ ეს არის გამორიცხული.
– რატომ არის გამორიცხული?
– იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს.
– ქართულმა საზოგადოებამ დაუშვა და ძალიან კარგად აიტანა პორტირებული ნაცები, რომლებსაც საკმაოდ მაღალი თანამდებობები უკავიათ.
– ვერ დაგეთანხმებით, რომ ქართულმა საზოგადოებამ პორტირებულები აიტანა. უბრალოდ, ჩვენმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს 6 წელი აცალა, ძალიან ბევრი მოითმინა, ბევრ რამეს წაუყრუა, მაგრამ ბოლოს პირდაპირ სილა გააწნა ცხვირპირში. აი, ესაა ქართველობა.
ხაზგასმით და კარგად დაწერეთ – ქართული საზოგადოება საქართველოში არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის ბოგინს არ დაუშვებს.
– საზოგადოებამ სილა გააწნა ივანიშვილსო, ამბობთ, ეს სილა თუ შეცვლის რამეს? როგორც ძველი ხალხი ამბობდა, ზოგჯერ სილის გაწვნა სინდისს აღვიძებს.
– არა მგონია, ამით რამე შეიცვალოს. ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ, ნაცების ხელისუფლების დაბრუნება გამორიცხულია. ამიტომ მე საერთოდ არ მეშინია მათი.
– მათი თქვენ არც 2004-2012 წლებში გეშინოდათ, მაგრამ სხვებს ეშინია მათი დაბრუნების.
– ვერ დაბრუნდებიან და რისი ეშინიათ, არ მესმის. ასე ძალიან თუ ეშინიათ, მაშინ შეძვრნენ სოროში. ისევე შეძვრნენ, როგორც იმ 9 წლის მანძილზე იყვნენ შემძვრალები.
მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია და არიქა, სააკაშვილი დაბრუნდება და ამის გამო სალომეს მიეცი ხმაო, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. რა სამოქალაქო ომი და რა დაპირისპირება, ეს არის ტყუილი!
– სამოქალაქო ომით ხალხს ნაციონალებიც აშინებდნენ 2012 წელს, ამბობდნენ, ჩვენ თუ წავალთ, ომი დაიწყებაო.
– ჰოდა ქოცებმა და ნაცებმა ერთმანეთი შეაშინონ. მაგათი საქართველოში არავის არ ეშინია.
– თქვენი საუბრიდან ასე ჩანს, რომ ნაცები და ქოცები არიან ერთ მხარეს, ქართული საზოგადოება კი მეორე მხარეს დგას.
– ასეა ეს. საქართველო, როგორც მუხრან მაჭავარიანი იტყოდა, არის ამერი და იმერი. ჩემი საქართველო ქოცებზე და ნაცებზე ბევრად მაღლა დგას. ისევ მუხრან მაჭავარიანს დავესესხები და ვიტყვი – “ჩემი სამშობლო მაღალია, სხვისია ვრცელი”.
იმ ვრცელი ქვეყნის აგენტმა ნაცებმა და ქოცებმა ერთმანეთს მიხედონ და ჩვენ თავი დაგვანებონ. ჩვენ, ქართველი ხალხი, მათზე ბევრად მაღლა ვდგავართ.
არჩევნების მეორე დღიდან სოციალურ ქსელში ერთი ამბავი ატყდა, რა გჭირთ მეგრელებს, ნაცებს ხმა როგორ მიეცითო.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ტიპებს მივმართო – მიშას და გრიშას გამპრავებლებს, როლანდის ეზოს მენაგვეებს! თქვე ედიკას და ჯაბას სულიერო მემკვიდრეებო, ზვიად გამსახურდიას მკვლელებო, სამეგრელოს დამხვრეტებო და გამაუპატიურებლებო!
რამდენჯერ უნდა მოითმინოს სამეგრელომ ყველა ხელისუფლებისაგან ასეთი შეურაცხყოფა?! რამდენჯერ უნდა გადატეხოთ ჯოხი სამეგრელოზე, რამდენჯერ უნდა ჩააფურთხოთ სულში, რამდენჯერ?! სამეგრელოში პროტესტის ნიშნად არ მივიდა ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან და სწორედ ამით გაგცათ პასუხი ყველაფერზე! სწორედ ასეთი ფორმით დაგტოვათ ერთმანეთის პირისპირ ნაცები და ქოცები!
და ეს მარტო სამეგრელოში მოხდა?! არა! მთელ საქართველოში!!! ეხლა მიდით, თავზე საპონი ან ვაზელინი წაისვით და ერთმანეთს ჩაეხუტეთ!!! თქვე ედუარდ შევარდნაძის ნაბიჭვრებო, თქვე არაკაცებო!
ასევე მინდა, არჩევნებს ჩემი ერთი ლექსითაც გამოვეხმაურო:
გრიგოლი თუ გრიგორიჩი,
დაგვმართნია პარალიჩი,
თანაც, ისე, არც გვიგრძნია,
გაგვკვეხია ტრ…ი “გირჩი”!!!

გრიგოლი თუ გრიგორიჩი,
იქნებ, ლაიონელ რიჩი?!
ანდა სულაც, ნაცების და
“ნამდვილების” მაღარიჩი!

ახლა ყველა გავისარჯოთ,
ჩავიგუბოთ წყალი პირში,
ელოდება გრიგოლს ტივით
გრიგოლეთთან გრიგორიჩი!

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა