„რა იქნება ხვალ”- ადვოკატის თქმით, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ზუსტი დიაგნოზის დასმას ითხოვს

„რა იქნება ხვალ"- ადვოკატის თქმით, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ზუსტი დიაგნოზის დასმას ითხოვსვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა ყოფილი პრემიერის უფლებადამცველმა. ადვოკატი მერაბიშვილსთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებასა და ზუსტი დიაგნოზის დასმას მოითხოვს.

გიორგი ჩივიაშვილი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვანო მერაბიშვილის სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტების ოდენობა არის მომატებული.

“მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ იყო ჩატარებული სრულყოფილი კვლევა და არ იყო ზუსტი დიაგნოზი. სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა ექსპერტიზა. მათ მოითხოვეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სამედიცინო კვლევების შედეგად მიღებული. აღმოჩნდა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული კვლევები არ იყო სრულყოფილი. სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტების ოდენობაა მომატებული. გაიცა რეკომენდაცია, რომ დამატებით ჩატარდეს გამოკვლევები. ექსპერტის თქმით, ლიმფოციტების მატება შეიძლება გამოწვეული იყო ვირუსით, რომელიც მერაბიშვილს ამ მომენტამდე აქვს. არ ვიცით რა გავლენას იქონიებს ეს ვირუსი მის ჯანმრთელობაზე ხვალ… მოვუწოდებთ იუსტიციის მინისტრს, დამატებითი გამოკვლევები ჩატარდეს და დაისვას ზუსტი დიაგნოზი”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.