სერგეენკო – “არავის ვურჩევ ექიმების ღირსების შელახვას”

სერგეენკო - "არავის ვურჩევ ექიმების ღირსების შელახვას"ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ისინი დაჭრილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მიმართ ექიმების უყურადღებობაზე საუბრობდნენ.

სეერგენკოს თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება ექიმებისთვის მძიმე შეურაცხყოფაა.

„მოვისმინე გარკვეული შეფასებები, გაოცებული ვარ. როგორ შეუძლია ვინმეს ენა მოუბრუნდეს, რომ ექიმმა ვიღაცას, რაღაც პოლიტიკური შეხედულებების გამო არ აღმოუჩინა დახმარება. ამაზე მძიმე შეურაცხყოფა ექიმისთვის არ არსებობს. არავის ვურჩევ ექიმების ღირსების შელახვას. ექიმები არიან ადამიანები, ვინც პოლიტიკურ კი არა, ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგესა და მოსისხლე მტერს აღმოუჩენენ დახმარებას” – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენეთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდილაძეს “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ და დაჭრეს. ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ნიუპოსტი