ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და „ფეისბუკზე“ წერს:
„ქვეყანა კოტრდება მიზანმიმართულად და მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქის ფასი დავიდეს კარტოფილამდე და ხახვამდე. ესაა რეალობა. 2020-ში რა შეიცვლება? 1 წელიწადში და ერთ თვეში ხალხის მორალური ჯებირი ამაღლდება თუ სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება გაიზრდება? დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. 2020 -ში ან ვარიგებთ მეტ კარტოფილს (ანუ ახალი ფულიანი ბიძა გვინდა), ან გამოვდივართ ქუჩაში.
მესამე ძალას ვინც ელოდებით, დროა, თეთრი ზეწრებით მოიხვიოთ და მერვე სართულიდან გადმოხტეთ.“

