“უარყოფითად ვუყურებთ საკმაოდ ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანიას”- ევროკავშირის ელჩი საქართველოში

"უარყოფითად ვუყურებთ საკმაოდ ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანიას"- ევროკავშირის ელჩი საქართველოშიევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურად აფასებს. ელჩის თქმით, მიუღებელია სიძულვილის ენა და მუქარები და აუცილებელია, რომ მუქარის შემცველ განცხადებებზე, გამოძიება დროულად წარიმართოს.

“უარყოფითად ვუყურებთ საკმაოდ ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანიას. აქვე, უნდა ავღნიშნო, რომ ესეც არჩევანია, არჩევანი კანდიდატებისა, რომლებიც კამპანიაში მონაწილეობენ. მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებიდან და სხვადასხვა კანდიდატის მიმართ ისმის. ჩვენ იმედი გვაქვს, გამოძიება, რომელიც უკვე დაწყებულია მუქარასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდება და უწყება ამას გამოიძიებს.“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.