ჟორდი ალბა ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ჟორდი ალბა ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებსბარსელონას განაპირა მცველი ჟორდი ალბა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და გუნდში 2020 წლის ჩათვლით ითამაშებს. ზაფხულში იყო საუბრები იმის შესახებ რომ ალბა ინგლისში წავიდოდა, მაგრამ ბარსელონამ ის არ გაუშვა.

ალბა ბარსელონას ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და ის კატალონიურ გუნდში უკვე მე-7 სეზონს ატარებს. ამ ხნის მანძილზე ალბა თითქმის ყოველთვის თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში და მისი სტატუსი ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა.