ზურა ყიფშიძე: ვაშაძე აბსოლუტური იდიოტია, როგორ შეიძლება მან ხელოვნებაზე ილაპარაკოს?!

მსახიობი ზურაბ ყიფშიძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული პროფესიული თეატრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.

მსახიობის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ იყო.

“გრიგოლ ვაშაძე იტყოდა ასეთ რამეს… აბსოლუტური იდიოტია, რა იცის მაგან.

ყოველთვის ასე იყო, სახელმწიფოში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ იყო. ეს არის ქვეყნის სიამაყე ან საერთოდ როგორ შეიძლება ვაშაძემ ილაპარაკოს ხელოვნებაზე.

ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ერთადერთი ბროდვეის თეატრია, რომელიც თავის თავს თვითონ ინახავს”, – განაცხადა ზურაბ ყიფშიძემ.

შეგახსნებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას პროფესიული თეატრების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 48 პროფესიულ თეატრს, სადაც 80-იანი წლების დასაწყისიდან არავის შეუხედავს ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.

ცნობისათვის, სტუდენტებსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის შეხვედრა 2017 წლის 9 მარტს გაიმართა.

primetime.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი