იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.
როგორც ანა დოლიძემ imedinews-ს უთხრა, ის არაფერს გამორიცხავს. დამატებით ამ თემასთან დაკავშირებით ანა დოლიძე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის საბჭომ ანა დოლიძის საბჭოდან გაწვევის მოთხოვნით შესაძლოა პრეზიდენტს მიმართოს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მას მაშინაც დაუჭირა მხარი და ამ ოლქში საკუთარი კანდიდატი არ დააყენა.
გაპრეზიდენტების შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილს დეპუტატისს უფლებამოსილება 22 დეკემბერს შეუწყდა. როგორც რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ თქვა, მან შეიძლება ამ ოლქში ერთიანი კანდიდატი წარადგინოს.

