ანა სუბელიანი: „იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74.250 ლარი დაუჯდა “

ანა სუბელიანი: „იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74.250 ლარი დაუჯდა “სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეთავაზებას დათანხმდა და უწყებასთან დავა შეწყვიტა.

” იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მორიგება შემომთავაზა. მქონდა ორი გზა, დავთანხმებულიყავი იმაზე ნაკლების მიღებას, ვიდრე მეკუთვნოდა, მაგრამ დამესრულებინა ჩემი ცხოვრების უდიდესი ეტაპი, ხუთწლიანი ბრძოლა, რომელიც სამგზის მოვიგე, ჩემი სიმართლე დავამტკიცე, სისტემა ვამხილე, ბევრს იმედი გავუჩინე, წულუკიანის იმიჯსაც მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენე… თუ გამეგრძელებინა ბრძოლა სტრასბურგში, კიდევ რამდენიმე წლით, მომეგო საქმე, მიმეღო ვინ იცის, სამმაგი თანხა… მე ჩემი ვთქვი. ახლა სხვა რამეები მაქვს სათქმელ-საკეთებელი. საქმე დავხურე. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრე და ჩემი შეუპოვრობა გამოვიგლოვე კიდეც.

იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74.250 ლარი დაუჯდა. აქედან ოცი პროცენტი ბიუჯეტში დავაბრუნე. მომივიდა მესიჯი 59.400 ლარის ჩარიცხვის შესახებ. ამ თანხის დაახლოებით მეხუთედი მცირედ სამართლიანობებს, მადლიერებას თუ მხარდაჭერას მოვახმარე. დანარჩენით გავისტუმრე ვალები, შევიძინე მიწა ნაფეტვრებში და თანხის ნაწილი ცოტა რო წაუჭკვიანურებს, ისე დავაბანდე, რომ რაღაც დრო უმუშევრობის, იაფი მოგზაურობის და სულიერი სიმშვიდის მოპოვების ფუფუნება მქონდეს. დავიმსახურე.
აქვე – სრული მხარდაჭერა ჩემგან თამაზს, ზუსტად ვიცი, ბოლომდე იბრძოლებს, გაიმარჯვებს და ეს მაინც ჩვენი, ორივეს გამარჯვება იქნება! “, – წერს სუბელიანი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. ახობაძემ და სუბელიანმა მიიჩნიეს, რომ ეს ყველაფერი მათ სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტებს უკავშირდებოდა, სადაც  დანაშაულის პრევენციის ცენტრის, დავით მაისურაძის, გათავისუფლება გააპროტესტეს.

ამის შემდეგ, სუბელიანმა და ახობაძემ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში სამინისტროს დავა მოუგეს. იუსტიციის სამინისტროს დაევალა აენაზღაურებინა 4-წლიანი იძულებითი განაცდური.

აღსანიშნავია, რომ ახობაძე ამ დრომდე არ აღუდგენიათ სამსახურში.