ევროპული საქართველოს წევრის, დავით დარჩიაშვილის თქმით, მათი პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციას არ დაესწრებიან. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა. ამის შესახებ on.ge წერს.
ის ახლა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად არის, რომელთაც არ აძლევენ საშუალებას თელავისკენ გადაადგილდნენ. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს საპროტესტო მუხტი და ამის გამოხატვა სხვადასხვაგვარად ხდება.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის პარალელურად თელავში აქციას გეგმავდნენ. იმის გამო, რომ მათ გზა რამდენჯერმე გადაუკეტეს, უცნობია გაიმართება, თუ არა აქცია კვლავ. საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და შეახსენებს, რომ თელავის მიმართულებით აქციის მონაწილეთა გადაადგილება კონსტიტუციური უფლებაა.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პოლიციის შეთავაზებაზე, თელავამდე ალტერნატიული გზით წასულიყვნენ, უარი განაცხადა და პოლიციელებს ველისციხესთან დაუპირისპირდა. მათ დააზიანეს შსს-ს ბალანსზე არსებული ტრანსპორტი და ტექნიკა.
განსაკუთრებული აგრესიით ისინი „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ გამოირჩევიან. მათ დააზიანეს ტელეკომპანიის ტექნიკაც.
დაძაბულობა ველისციხეში ახლაც გრძელდება.
იმედინიუსი

