გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გურჯაანის რაიონულ სასამართლოში უკვე გადაიყვანეს.
სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე 10:30 საათიდან დაიწყებს მსჯელობას. სასამართლოსთან იკრიბებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები, ისინი მათი თანაგუნდელის გათავისუფლებას მოითხოვენ.
კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალი ოფიციალურად გუშინ, სსკ-ის 253-ე პრიმა მუხლით წაუყენეს.
ნიუპოსტი

