დავით ჭიჭინაძე ანრი ოხანაშვილს ეჩხუბა – ”ნუ ეკვეხები, რისი უფლება გვაქვს, განახებთ ცოტა ხანში!”

დავით ჭიჭინაძე ანრი ოხანაშვილს ეჩხუბა - ”ნუ ეკვეხები, რისი უფლება გვაქვს, განახებთ ცოტა ხანში!”პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს არაერთი დაპირისპირება მოხდა. დეპუტატ დავით ჭიჭინაძესა და ანრი ოხანაშვილს შორის ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას, რომელიც დავით ჭიჭინაძის განცხადებას მოჰყვა.

მისი განცხადებით, თანამდებობიდან არა ეკა ბესელია, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა წასულიყო.„ვფიქრობ, მოსახლეობა ალბათ ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა თქვენს გადადგომას. პირდაპირ ვიტყვი, მეგონა, თქვენზე ადრე პარლამენტის თავმჯდომარე გადადგებოდა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დეპუტატს უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა საუბარი შეაწყვეტინა.

„წესიერად ილაპარაკე შეურაცხყოფების გარეშე“, – მიმართა მან, რაზეც ჭიჭინაძემ მიუგო:

„არავის გაწყვეტინებდით, ნუ ეზმანებით სხვადასხვა თანამდებობას, დამიჯერეთ. ნუ ეკვეხები-მეთქი. რისი უფლება გვაქვს, განახებთ ცოტა ხანში. მოსახლეობა გაგცემთ საკადრის პასუხს, მაგ სიამოვნებას როგორ მოგაკლებთ“, – მიმართა ჭიჭინაძემ.

ნიუპოსტი