ძმები ფეიქრიშვილების სასტიკი მკვლელობის მიზეზი ავარიის დროს მოტეხილი მანქანის სარკე გახდა

ძმები ფეიქრიშვილების სასტიკი მკვლელობის მიზეზი ავარიის დროს მოტეხილი მანქანის სარკე გახდაშინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, ჰყავს თუ არა უწყებას იდენთიფიცირებული ის პირები, რომლებმაც 4 პირი აჩეხეს. ძმები – 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები გარდაიცვალნენ.

„ქალი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გარეთ ხმაურია. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ვიღაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფოში, თურმე, ჩემი შვილიც დაჭრილი ყოფილა.

ორივე ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს და ელენთაზე იყო კიდევ დანა დარტყმული.

უცხოები მოვიდნენ, ვიღაც გადმოვიდა ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა“, – განაცხადა დაჭრილი ახალგაზრდის მამამ.

“სამი მანქანით მოვიდნენ, უცხოები იყვნენ. ორი ახალგაზრდა – ფეიქრიშვილები ადგილზე, დანებით მოუკლავთ, დაჭრილის ჩემი ბიძაშვილი, რომელიც საავადმყოფოშია” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულები ტაბახმელიდან არიან.

“უკვე იცის პოლიციამ, ტაბახმელელები არიანო…”- ამბობს ადგილობრივი.

წავკისელთა თქმით, დაჭრილი და მოკლულები კონფლიქტურები არ ყოფილა.

“საუკეთესო ბიჭები იყვნან, სამივე მეგობრები იყვნან, გამწვანებაში მუშაობდნენ” – განაცხადა ადგილობრივებმა. მისი თქმით, ბიძაშვილები ხანჯლით აჩეხეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ ლექსო ფეიქრიშვილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი თბილისში მიჰყავდა, რა დროსაც მას ავარია მოუვიდა ტაბახმელაში მცხოვრებ ახალგაზრდასთან. ავარიის დროს მანქანას სარკე მოტყდა. გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ეს ავარია გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი.

მოკლული ბიძაშვილები ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, თუმცა ტაბახმელაში მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს და მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად წავკისში ჩავიდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხ­ლის მე­-2 ნა­წი­ლის ე ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.