გიორგი გახარია ნიკა მელიას დაემუქრა – ” მე მას ერთხელ დავპირდი, რომ…”

გიორგი გახარია ნიკა მელიას დაემუქრა - ” მე მას ერთხელ დავპირდი, რომ...”დღევანდელ იმ პარალელურ ე.წ. აქციასთან დაკავშირებით მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

გახარია დაპირდა პოლიციელებს, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. მისივე თქმით, ასეთი რეაგირება იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ დეპუტატების, მათ შორის ნიკა მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთება.

“მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის – დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებილი. იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. კიდევ ერთხელ მინდა მათ ავუხსნა და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.

ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე”,- განაცხადა გახარიამ.

ინტერპრესნიუსი