გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. სასამართლო ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დაიწყებს მსჯელობას.
სასამართლოსთან „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომლებიც კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი თანაგუნდელი უკანონოდ არის დაკავებული.
გურჯაანის სასამართლოს წინ ქალი პოლიციელები არიან მობილიზებული, რომელთაც ოპოზიციამ ყვავილები მიართვა.

