ინდონეზიაში ცუნამიმ კონცერტი წალეკა – ვიდეო

ინდონეზიაში ცუნამიმ კონცერტი წალეკა - ვიდეოინდონეზიაში, ზონდის სრუტის სანაპიროს დამანგრეველი ცუნამი დაატყდა თავს. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 168 ადამიანი. კიდევ 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დანგრეულია ასეულობით სახლი. დაშავებულია 745 ინდონეზიელი.

ცუნამის მიზეზად ვულკან ანაკ-კრაკატაუს ამფრქვევის შედეგად წარმოქმნილ;ი წყალქვეშა მეწყერი სახელდება.

სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ წალეკა გიგანტურმა ტალღამ კონცერტის დროს შემსრულებლები და მაყურებელი.
ნიუპოსტი