ხორციანი ბლინები თამრიკო კიკაბიძის რეცეპტით

ხორციანი ბლინები თამრიკო კიკაბიძის რეცეპტითინგრედიენტები:
1 კგ ხორცი;
4 თავი ხახვი;
9 ცალი კვერცხი;
4 ჩაის ჭიქა წყალი;
3 ჩაის ჭიქა ფქვილი;
მარილი გემოვნებით;
შავი პილპილი გემოვნებით;
100 მლ ზეთი;
მომზადების წესი:
ბლინები უნდა იყოს ძალიან თხელი, დაიმახსოვრეთ ფორმულა 5-4-3…… 5 კვერცხი, 4 ჩაის ჭიქა წყალი ცივი, სადაც წერია ჩაის ჭიქა, ყოველთვის იგულისხმება 200 გრამიანი ჭიქა. 3 ჩაის ჭიქა ფქვილი. ათქვიფავთ კვერცხს, დაუმატებთ წყალს და ნელ-ნელა შეურევთ ფქვილს, არ იფიქროთ რომ თხელია ცომი, ფქვილი არ დაუმატოთ, თორემ სქელი დატყდება სულ გადახვევის დროს. არც ლამაზია. გამოაცხვეთ მხოლოდ ცალ მხარეს. გახურებულ ტაფას წაუსვით სალფეთქით ან გაჭრილი კარტოფილით ზეთი.
გულსართი – გაატარეთ ხორცი, ცხიმიანი ხორცი უხდება, მოხარშეთ ან მოთუშეთ, თუ უცხიმო ხორცია დაუმატეთ ცხიმი. პირადად მე ვხარშავ კარგად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 3-4 თავი ხახვი, ხახვი კარგად უნდა ჩაიქნას, დაუმატეთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.და წვრილად დაჭრილი 3-4 ცალი მოხარშული კვერცხი
შემდეგ ბლიმების გამომცხვარ ზედაპირზე დადეთ კოვზით გულსართი და მჭიდროდ გადაახვიეთ. შეწვით ზეთში.