კოჟორიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველანაირ ზღვარს გადადის! იურისტებმა ხმა არ უნდა ამოვიღოთ?!

კოჟორიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველანაირ ზღვარს გადადის! იურისტებმა ხმა არ უნდა ამოვიღოთ?! იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველანაირ ზღვარს გადადის! იურისტებმა ხმა არ უნდა ამოვიღოთ?! — ამის შესახებ საქართველოს ყოლი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ სოციაურ ქსელში დაწერა.

“ძვირფასო იურისტებო, ის რაც ახლა ჩვენს პროფესიაში ხდება უკვე ყველანაირ ზღვარს ცდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკვე ყველანაირ ზღვარს გადადის… ამ ქვეყანაში გვახსოვს უსამართლობით შეწუხებული ჟურნალისტების, მეშახტეების, ექიმების, მასწავლებლების და სხვა პროფესიის ადამიანების პროტესტი. ამ ტოტალურ უსამართლობასა და უტიფრობაზე, რომელსაც ახლა უკვე საშვილიშვილოდ თავს გვახვევენ, იურისტებმა ხმა არ უნდა ამოვიღოთ? რა თქმა უნდა, ყველას ეხება ის, რაც ახლა მართლსაჯულების სისტემაში ხდება, მაგრამ პროფესიულად პირველ რიგში გვეხება ჩვენ…”, – წერს კახა კოჟორიძე.