”ლეოგრანდში” ხანძრის საქმეზე ფათიჰ იაუზის 5,6, გიორგი მიქელაძეს კი 2 წელი მიესაჯათ

”ლეოგრანდში” ხანძრის საქმეზე ფათიჰ იაუზის 5,6, გიორგი მიქელაძეს კი 2 წელი მიესაჯათსასტუმრო „ველმონდში“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) მომხდარი ხანძრის საქმეზე დაკავებულ ფათიჰ იაუზის 5 წელი და 6 თვე, ხოლო გიორგი მიქელაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გრატიაშვილმა მიიღო.

გიორგი მიქელაძესთან დაკავშირებით, საქმის გადაკვალიფიცირება მოხდა სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლით, რაც ნიშნავს გულგრილობას.

როგორც ცნობილია, სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი თურქეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო “ველმონდში” (ყოფილ „ლეოგრანდში“) ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ინტერპრესნიუსი