მაროკოში ტურისტ გოგონებს თავი მოკვეთეს

მაროკოში ტურისტ გოგონებს თავი მოკვეთესმაროკოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 9 პირი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ ე.წ ისლამურის სახელმწიფოს წევრები არიან და ეჭვმიტანილები არიან ნორვეგიელი და დანიელი ტურისტი გოგონების მკვლელობაში.
როგორც Morocco World News იტყობინება, ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილები სხვადასხვა ქალაქებში დააკავეს. მაროკოს ხელისუფლების განცხადებით, მათგან რამდენიმე აცხადებს, რომ ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების მიმდევარია.

დანიელი და ნორვეგიელი ალპინისტი გოგონების ცხედრები მაროკოში, ტუბკალის მთებში, მათ კარვებთან ახლოს 17 დეკემბერს აღმოაჩინეს. ტურისტების სიკვდილის მიზეზი ყელზე მიყენებული ნაკვეთი ჭრილობა გახდა.

მოკლული ტურისტები აღმოჩნდნენ 24 წლის დანიელი ლუიზა ვესტერაგერ იესპერსენი და 28 წლის ნორვეგიელი მარენ უილანდი.

მაროკოს ხელისუფლება მომხდარ ფაქტს ტერორისტულ აქტად აფასებს.

მაროკოს პოლიციის ინფორმაციით, ცხედრების აღმოჩენის შემდეგ რამდენიმე საათში ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ასახული იყო ტურისტების თავის კვეთის სცენა. ვიდეოკადრების ნამდვილობა ჯერ დადგენილი არაა, თუმცა ქალი, რომელსაც ჩანაწერში თავს ჭრიან, ნამდვილად გავს ტურისტს, რომლის ცხედარიც მაროკოში აღმოაჩინეს. ჩანაწერში ისმის მამაკაცის ხმაც, რომელიც ევროპელებს „ალაჰის მტრებს“ უწოდებს და იძახის „ეს თქვენ სირიის გამო. ასეთია უფლის ნება“.

არაბული მაღრიბის ზონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაროკო შედარებით უსაფრთხოდ ითვლებოდა. რადიკალი ისლამისტების მხრიდან ტურისტებზე ბოლო ყველაზე ცნობილი თავდასხმა 2011 წლის აპრილში მოხდა, როდესაც მარაკეშის რესტორანში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიუპოსტი

მაროკოში ტურისტ გოგონებს თავი მოკვეთეს

მაროკოში ტურისტ გოგონებს თავი მოკვეთეს

მაროკოში ტურისტ გოგონებს თავი მოკვეთეს