“ოცნება” ნაციონალებს ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობას აბრალებს

"ოცნება" ნაციონალებს ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობას აბრალებსფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ინაუგურაციას ნაცვლდ იმისა, რომ შუბლი მიედოთ პოლიციელებისთვის.

კახეთში, გურჯაანის მიმდებარედ ნაციონალური მოძრაობის და პოლიციელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას აფასებენ მმართველი გუნდის წევრები. ირაკლი სესიაშვილი ამ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კი – დესტრუქციას.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პოლიციის შეთავაზებაზე, თელავამდე ალტერნატიული გზით წასულიყვნენ, უარი განაცხადა და პოლიციელებს ველისციხესთან დაუპირისპირდა. მათ დააზიანეს შსს-ს ბალანსზე არსებული ტრანსპორტი და ტექნიკა.

განსაკუთრებული აგრესიით ისინი „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ გამოირჩევიან. მათ დააზიანეს ტელეკომპანიის ტექნიკაც.

დაძაბულობა ველისციხეში ახლაც გრძელდება.

იმედინიუსი