პარლამენტმა უზენაესის მოსამართლეების საკითხის განხილვა გადადო

პარლამენტმა უზენაესის მოსამართლეების საკითხის განხილვა გადადოუზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესება – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უახლოეს სესიაზე არ მიიღებს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა მხარის მიერ გამოითქვა ინიციატივა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა მოხდეს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით:

„საქართველოს პარლამენტი უახლოეს სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიუპოსტი