თბილისში, პეკინის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. “კურიერის” ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი 44 წლის მამაკაცი მიხეილ კალანდაძეა. ის სავარაუდოდ, ძველი “კულინარიელია”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებას გულისხმობს.

