პეკინზე მამაკაცი დაჭრეს

პეკინზე მამაკაცი დაჭრესთბილისში, პეკინის 4 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მამაკაცი, თუმცა, აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა ლომბარდთან მოხდა. მეორე ვერსიით კი, მე-10 სართულზე მდებარე ბინაში მინა ჩაიმსხვრა და ახალგაზრდა მამაკაცს ფეხი დაუზიანდა. თუმცა, ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

როგორც ცნობილია, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი – 124-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს.

რუსთავი 2