ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმე – დაკავებულია ანრი ყურაშვილი

ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმე - დაკავებულია ანრი ყურაშვილიარაოფიციალური ინფორმაციით, წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ისინი მაშინ დააკავეს, როცა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვრის დატოვებას აპირებდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულია ანრი ყურაშვილი, რომლის სახლშიც ჩხრეკა უკვე ჩატარდა. სამართალდამცავებმა 30 წლამდე მამაკაცის ქურთუკი წაიღეს.

ოჯახიდან წაიყვანეს ყურაშვილის კუთვნილი ავტომობილიც.

“ამბობდნენ, სისხლის ლაქებიაო”- ამბობს დაკავებულის ოჯახის წევრი.

გუშინ, 23 დეკემბერს წავკისში 4 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. ორი მათგანი – 26 წლის ლექსო და 28 წლის დათო ფეიქრიშვილები ადგილზე გარდაიცვალნენ.

2 ახალგაზრდა კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გარდაცვლილთა ნათესავების ინფორმაციით, დაპირისპირება ავტომობილის სარკის გამო დაიწყო. კერძოდ, ლექსო ფეიქრიშვილი ოჯახთან ერთად თბილისში მიდიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და სარკე დაუზიანა.ახალგაზრდა დაზიანებული ნივთის შეკეათებას ითხოვდა და ამ მოტივით ე.წ. გარჩევა რამდენჯერმე მოხდა.

ნიუპოსტი