ფოკაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

ფოკაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლესნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

“კაცი მოკლეს, ჯერ სხვა არაფერი ვიცი, იმდენი პოლიციის მანქანაა ახლოს ვერ მივდივარ. ახლა მოვედი სოფელში“, – ამბობს სოფელ ფოკის რწმუნებული ვაჩაგან ალვანჯიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში მომხდარი, 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს – დაკავებულია 1 პირი.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ., წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი – ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

პოლიციამ გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იმედინიუსი