ქეთევან მირიანაშვილს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს

ქეთევან მირიანაშვილს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს16 დეკემბერს კახეთში, ველისციხესთან განვითარებული მოვლენებისას დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ავიდა, დღეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მირიანაშვილი ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და ბრალიც სწორედ იქ გააცნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცავისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს.

მირიანაშვილი გუშინ ღამით გულის პრობლემებით და მაღალი არტერიული წნევით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თელავის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.