ყაჩაღობა თბილისის ცენტრში – ”ინექს გრუპიდან” თანხა გაიტაცეს

ყაჩაღობა თბილისის ცენტრში - ”ინექს გრუპიდან” თანხა გაიტაცესყაჩაღობა მოხდა თბილისის ცენტრში. მძარცველმა თამარაშვილის 10 ნომერში მდებარე გადამზიდავი კომპანია „ინექს გრუპი“ დააყაჩაღა. თვითმხილველების ინფორმაციით თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.

დაყაჩაღებისას შენობაში ორგანიზაციის ორი თანამშრომელი – მოლარე და ოპერატორი იმყოფებოდნენ. წაღებულია თანხის ნაწილი, თუმცა ზუსტი ოდენობა ამ დრომდე უცნობია.

„მოვედით და ვარკვევთ ახლა რა მოხდა შიგნით. შიგნით იყო მოლარე და ოპერატორები. მიკროსაფინანსოა მოგეხსენებათ,“ – აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა.

ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რუსთავი 2