რუსთავის სასაფლაოზე 50 წლის კაცმა 3 ახალგაზრდა დაჭრა – ვიდეო

რუსთავის სასაფლაოზე 50 წლის კაცმა 3 ახალგაზრდა დაჭრა - ვიდეორუსთავის სასაფლაოზე 19, 20 და 24 წლის მამაკაცები დაჭრეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრით დასრულდა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

რუსთავის სასაფლაოზე დაჭრილი მამაკაცების ახლობლები არიან შეკრებილები, როგორც მათ ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, მამაკაცები ცეცხლსასროლი იარაღიდან არიან დაჭრილები, თუმცა მათთვის უცნობია რის გამო მოხდა აღნიშნული ფაქტი.

დაჭრილი მამაკაცები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებასთან შეკრებილები არიან დაშავებული მამაკაცების ოჯახის ახლობლები.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “ფაქტზე გამოძიება დაიწყო ორი მუხლით, სსკ 117-ე, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და სსკ 353 მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.”

არსებული ინფორმაციით დაკავებულია 50 წლამდე მამაკაცი.