სალომე ზურაბიშვილი დღეს გმირთა მოედანზე ჩუმად მივიდა

სალომე ზურაბიშვილი დღეს გმირთა მოედანზე ჩუმად მივიდასალომე ზურაბიშვილი დღეს გმირთა მოედანზე ჩუმად მივიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ფიცის დადებამდე გმირთა მოედანზე მისვლა სურდა, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ის აქ აღარ მოვიდოდა. დღეს კი მოულოდნელად და ყველასგან ჩუმად, ისე, რომ არც ერთი მედიასაშუალება არ იყო გაფრთხილებული, მაინც მივიდა. თუმცა, მას საკუთარი ფოტოკამერები მაინც ახლდა.

ზურაბიშვილმა გმირთა მოედანზე და “საქართველოს არჩეული პრეზიდენტის” სახელით გვირგვინი მიიტანა.

უცნობია, მან ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო და ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღის წესრიგიდან გმირთა მოედანზე მისვლა ამოღებული იყო, იყო თუ არა ამ ფორმით საგანგებოდ გავრცელებული.

ამ დროს გავრცელებულ ინფორმაციაში იცის იყო ნათქვამი, რომ თბილისში დაანონსებული ღონისძიებები და მათ შორის, მთაწმინდის პანთეონში მისვლაც გაუქმდა ისევე, როგორც გმირთა მოედანზე მისვლა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მთაწმინდის პანთეონში მისვლაც ამ ფორმით ჰქონდეს დაგეგმილი.

რუსთავი 2