საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თელავში ინაუგურაციის გენერალურ რეპეტიციაზე არ ჩასულა.
დღეს აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ხვალინდელი ინაუგურაციისთვის. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ არ დაესწრო იგი რეპეტიციას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ის საჩხერეში იმყოფება.

