სილამაზის სალონი, პარფიუმერული მაღაზია და კაფე – პრეზიდენტ ზურაბიშვილის ერთი დღე პოლიტიკური კრიზისის დროს – ფოტორეპორტაჟი

სილამაზის სალონი, პარფიუმერული მაღაზია და კაფე - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ერთი დღე პოლიტიკური კრიზისის დროს - ფოტორეპორტაჟი„პრეზიდენტი ქუჩაში არ აკეთებს განცხადებებს,“ – ასე უპასუხა კურიერის ჟურნალისტს სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებასა და ეკა ბესელიაზე დასმულ შეკითხვას.

სად იყო პრეზიდენტი მაშინ, როდესაც მმართველ გუნდში დაპირისპირება მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო დაიწყო? – სალომე ზურაბიშვილს რუსთავი2-ის ჟურნალისტმა,  ძებნის შემდეგ, აბაშიძის ქუჩაზე მიაგნო.

გუშინ კაფე პოლთან მყოფ პრეზიდენტს კურიერის კორესპონდენტმა ჰკითხა, რას ფიქრობდა პოლიტიკურ კრიზისსა და სასამართლოზე, თუმცა, მან არც ერთ კითხვას არ უპასუხა, შემდეგ კი სილამაზის სალონში შევიდა.

ერთი საათის შემდეგ სალონიდან გამოსულ სალომე ზურაბიშვილს კურიერის ჟურნალისტმა ისევ იგივე კითხვები დაუსვა, თუმცა, მან კორესპონდენტს პასუხი ისევ არ გასცა და აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ სვლა ფეხით განაგრძო.

პოლიტიკურ კრიზისზე სალომე ზურაბიშვილის პოზიციის გარკვევა კურიერმა მას შემდეგაც სცადა, რაც პრეზიდენტმა პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში შოპინგი დაასრულა, თუმცა, ზურაბიშვილმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

რუსთავი 2

სილამაზის სალონი, პარფიუმერული მაღაზია და კაფე - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ერთი დღე პოლიტიკური კრიზისის დროს - ფოტორეპორტაჟი

სილამაზის სალონი, პარფიუმერული მაღაზია და კაფე - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ერთი დღე პოლიტიკური კრიზისის დროს - ფოტორეპორტაჟი