“სიმდიდრე, რითიც ვამაყობდი, უმნიშვნელო გახდა სიკვდილის წინ… თქვენს ავადმყოფობას არავინ აიღებს საკუთარ თავზე” – რას წერდა სტივ ჯობსი სიკვდილის წინ

"სიმდიდრე, რითიც ვამაყობდი, უმნიშვნელო გახდა სიკვდილის წინ... თქვენს ავადმყოფობას არავინ აიღებს საკუთარ თავზე" - რას წერდა სტივ ჯობსი სიკვდილის წინვალერი მურღულიამ ფეისბუქში დაწერა:

“წარმოგიდგენთ სტივ ჯობსის ბოლო სიტყვებს, რომელიც მან საავადმყოფოში ყოფნისას დაწერა:

«მე ბიზნესში წარმატების მწვერვალზე ავედი. სხვებისთვის ჩემი ცხოვრება წარმატების სიმბოლო იყო,
თუმცა, მუშაობის პარალელურად, ცხოვრებაში ცოტა ბედნიერება მქონდა. ჩემი სიმდიდრე არის ფაქტი, რომელსაც მე უკვე მივეჩვიე. მოცემულ მომენტში ვწევარ საავადმყოფოს საწოლში და ვიხსენებ მთელ ჩემს ცხოვრებას.

მე ვხვდები, რომ ყველა ჯილდო და სიმდიდრე, რის გამოც ვამაყობდი, უმნიშვნელო გახდა სიკვდილის წინ. სიბნელეში, როცა ხელოვნური სუნთქვის აპარატის მწვანე შუქს ვუყურებ და მექანიზმს ვუსმენ, მოახლოებული სიკვდილის სუნთქვას ვგრძნობ.
მას შემდეგ, რაც უკვე საკმარისი ფული მაქვს, მივხვდი, რომ სულ სხვა მიზნებს უნდა გავყოლოდი, ისეთებს, რომლებიც არ იყო დაკავშირებული გამდიდრებასთან.
ეს რაიმე უფრო მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო:
მაგალითად, სიყვარულზე და ხელოვნებაზე საუბარი, ჩემი ბავშვობის ოცნებები.
ცხოვრების გამუდმებით დევნა ადამიანს მარიონეტად აქცევს. სწორედ ეს დამემართა მეც. ღმერთმა დაგვაჯილდოვა გრძნობებით იმისათვის, რომ ახლობლებს მოვუყვეთ როგორ გვიყვარს ისინი.

სიმდიდრეს, რომელიც მე დავაგროვე ცხოვრებაში თან ვერ წავიღებ. ყველაფერი, რაც თან მიმაქვს – ეს არის მხოლოდ მოგონებები, რომელიც სიყვარულს უკავშირდება. აი ეს არის ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც მუდმივად თან უნდა ახლდეს ადამიანს ცხოვრებაში და გააძლიეროს ის წინსვლისთვის. სიყვარულს შეუძლია უდიდესი მანძილის გადალახვა. სიცოცხლეს არ აქვს საზღვრები. მიაღწიეთ იმ მწვერვალებს, რომელთა დაპყრობაც გსურთ. წადით იქეთ, საითაც გული მიგიწევთ. ყველაფერი თქვენს ხელშია.

როცა საკმარისი ფინანსები გაქვთ, შეგიძლიათ უამრავი ადამიანი დაიქირაოთ, დაავალოთ რაიმეს კეთება სახლსა თუ ოფისში, მაგრამ თქვენს ავადმყოფობას არავინ აიღებს საკუთარ თავზე. მატერიალური საგნების მოპოვება ცხოვრებაში ყოველთვის შეიძლება შეიძინო, გამოიმუშაო თანხა მათ საყიდლად და ა.შ. მაგრამ არსებობს ერთი რამ, რომელსაც ვერასოდეს ვერ ნახავ თუ დაკარგე – ეს არის ცხოვრება.
მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ და რას მიაღწიეთ. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება დღე, როცა ფარდა დაეშვება… თქვენი განძი არის სიყვარული ოჯახის, საყვარელი ადამიანის, ახლობლებისა და მეგობრების მიმართ… გაუფრთხილდით საკუთარ თავს. იზრუნეთ სხვებზე».”