სროლა წყნეთის “წისქვილთან” – მაღალჩინოსნები გიორგი ყანჩაველმა დაჭრა?

სროლა წყნეთის "წისქვილთან" - მაღალჩინოსნები გიორგი ყანჩაველმა დაჭრა?რესტორან წისქვილშთან მომხდარი სისხლიaნი გარჩევის შედეგად დაშავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ერთის მდგომარეობა უმძიმესია. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია. დანარჩენი ორი დაჭრილი შედარებით კარგად გრძნობს.

ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები გიორგი ყანჩაველმა დაჭრა, მან საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.

დაჭრილები არიან იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის ორ მაღალჩინოსანი, ჭაბუა გუშარაშვილი და ირაკლი ჭითანავა.

ბრალდებულმა გაქცევა მოასწრო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი