თამთა ჩოხელი თაკო ჩარკვიანზე – “რა დონემდე უნდა შეაზიზღო ხალხს თავი, ასე რომ მოგექცნენ… რევოლუცია სახლში მოიწყვეთ ნაციონალმა გველებმა”

ტვ პირველის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე, რომელშიც ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანზე თავდასხმაა აღბეჭდილი, თამთა ჩოხელი ასე გამოეხმაურა:

“რა დონემდე უნდა შეაზიზღო ხალხს თავი, ასე რომ მოგექცნენ. სინდისი და ნამუსი რომ გქონდეთ ქვეყანაში არც უნდა ჩერდებოდეთ უნდა გარბოდეთ და უნამუსოდ რევოლუციაო გაიძახიან. რევოლუცია სახლში მოიწყვეთ ნაციონალმა გველებმა”.

თავის პროფილში თამთა ჩოხელს უწერია, რომ ის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში მუშაობს.