თბილისში, 31 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში დაჭრეს

თბილისში, 31 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში დაჭრესთბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე 31 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა მხარის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. “კურიერს” სანდო წყარო უყვება რომ მამაკაცს კონფლიქტის ნიადაგზე გვერდზე მჯდომმა ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.