თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე კაფე გაქურდეს

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე კაფე გაქურდესრამდენიმე ხნის წინ, თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კაფე გაქურდეს. მომხდარი ფაქტის შედეგად ჩამსხვრეულია კაფის მინა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დგინდება ზარალის ზუსტი რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.