თელავის ცენტრში არეულობაა

თელავის ცენტრში არეულობაადაძაბული ვითარებაა თელავის ცენტრში – აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ. სამართალდამცავებს სავალი გზის ნაწილის ბარიკადებისგან გათავისუფლება სურთ, თუმცა, ამის უფლებას მოქალაქეები არ აძლევენ.

აქციის მონაწილეებს სურთ, რომ პოლიციის მიერ მიტანილი ჯებირები, რომლითაც ერეკლეს ძეგლისკენ ასასვლელი გზა იყო გადაკეტილი, ჯებირები იმ გზაზე განათავსონ, რომლითაც სამთავრობო მანქანები გადაადგილდებიან.

„გეკითხებით, მარტო თქვენი პრეზიდენტია? ჩვენ უფლება არ გვაქვს?“ – მიმართა მოქალაქემ სამართალდამცავებს.

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფიცი დადო და თელავის თეატრის შენობაში მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლა.

ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად თელავის ცენტრში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა, სამართალდამცავებმა არ მისცეს გურჯაანიდან უკვე გზის გაგრძელების საშუალება.

რუსთავი 2